| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კიდევ ერთი სასწავლო წელი დასრულდა წარმატებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში. დირექტორის, არმენუი პოდოსიანის თანადგომითა და მხარდაჭერით გამხნევებული პედაგოგები და სასკოლო საზოგადოება მუდმივად ცდილობს წლიდან წლამდე გააუმჯობესონ მოსწავლეთა შედეგები. როგორც სკოლის ხელმძღვანელი გვეუბნება, მოსწავლეთა სიყვარული, პროფესიის სიყვარულსაც ნიშნავს, ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანია პედაგოგები იყვნენ მზრუნველები და მომთმენები, საკუთარ თავსაც ყოველთვის უმეორებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთმინება, სიყვარული და მზრუნველობაა.
გთავაზობთ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის დირექტორთან არმენუი პოდოსიანის ბლიც კითხვებზე პასუხს:
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- მზრუნველი მასწავლებლები და წარმატებული მოსწავლეები
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- იყავი მომთმენი ადამიანი
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- რომ ჰქონდეთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- მიღებული იყონ წინა თაობების მიერ
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- საკუთარი პროფესიის სიყვარული
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- ერიხ მარია რემარკი ,,სიცოცხლის ნაპერწკალი“
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- მოთმინებას და მოტივაციას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა