სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ყველაფერი მზადაა...“ - მინისტრი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებას უსურვებს
03-07-2024
-
+


2024 წლის ეროვნულების პირველ გამოცდაზე რეგისტრაციას აბიტურიენტები ამ წუთებში გადიან. თბილისის ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრი მოინახულა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარმა და როგორც მან განაცხადა, ყველაფერი მზადაა იმისთვის რომ გამოცდები სრულყოფილად ჩატარდეს. 

მინისტრმა ცვლილებების შესახებაც გააკეთა მოკლე კომენტარი, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ეს, გრძელვადიანი პერსპექტივაშია გათვილილი.


„დარეგისტრირებულია 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი. ქვეყნის 12 ქალაქში მომზადებულია 24 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც აღჭურვილია ყველა ინვენტარით, გაგრილების სისტემით, რაც საჭიროა, რომ ჩვენმა აბიტურიენტებმა მშვიდ გარემოში გამოავლინონ თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი და მიიღონ უმაღლესი ქულები. დღეს, გამოცდები იწყება ქართული ენის და ლიტერატურის ტესტით და შემდგომ შესაბამისი კალენდრით გაგრძელდება.

თითოეულ აბიტურიენტს მინდა წარმატება ვუსურვო. მინდა ვუსურვო იმ უნივერსიტეტში მოხვედრა, რაც არჩეული აქვთ. წელს საკმაოდ მაღალი რაოდენობაა აბიტურიენტების - 47 ათასი.

ყველაფერი მზადა არის, რომ პროცესი სრულყოფილად ჩატარდეს. სისტემაში სხვადასხვა რეფორმა მიდის, მათ შორის ეროვნულ შეფასებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა და უახლოეს მომავალში არ იგეგმება. პარალელურ რეჟიმში იგეგმება გარკვეული პილოტირებები“, - განაცხადა მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება