სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვულოცავთ, სიამაყითა და სიყვარულით“ - მარტყოფის N2 სკოლის მოსწავლე ელენე შპეტიშვილმა ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალზე მე-2 ადგილი დაიკავა
02-07-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი მოსწავლის - ელენე შპეტიშვილის წარმატებას აღნიშნავენ. 

ელენე შპეტიშვილმა ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალზე მე-2 ადგილი დაიკავა. 

ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“ მე-8 სეზონი დასრულდა, 500-ზე მეტ მონაწილეს შორის, მარტყოფის N2 საჯარო სკოლის ნიჭიერი ელენე შპეტიშვილიც მონაწილეობდა. იგი II ადგილზე გავიდა, რაც უდიდესი წარმატებაა.

მოსწავლეს სიგელი კომპოზიტორმა - რუსუდან სებისკვერაძემ გადასცა. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ელენეს სიამაყითა და სიყვარულით, კვლავაც ბევრ წარმატებას ვუსურვებთ პედაგოგ ინგა ფრეწუაშვილთან ერთად.  ნიჭი, გემოვნება და შრომისმოყვარეობა წარმატების ფორმულაა!“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მიღწევები განსაკუთრებით ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება