| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N20 საჯარო სკოლის საგნობრივმა კათედრებმა სასწავლო წლის მიღწევები შეაჯამეს და გეგმები დასახეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში შექმნილია 8 საგნობრივი კათედრა, რომელთაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.
წლის განმავლობაში კათედრები აქტიურად ახორციელებდნენ ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებებს და აქტივობებს, ასევე კათედრის წევრებს შორის ხდება პრაქტიკის გაზიარება და სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული ზრდა, რაც საბოლოო ჯამში აისახება მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზე.
2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს, ყველა საგნობრივმა კათედრამ ჩაატარა შემაჯამებელი სხდომა, სადაც კათედრის თითოეულმა წევრმა წარადგინა ანგარიში, შეაჯამა სასწავლო წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები, ისაუბრა მიღწეულ წარმატებებზე და გამოწვევებზე.
სკოლაში საგნობრივ კათედრებს მადლობა უხდიან ნაყოფიერი მუშაობისთვის.
„2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში ნაყოფიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ შემართებით და ენერგიით გელოდებით ახალ სასწავლო წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში და სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ახარებთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად