სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გიცავდი და კვლავ დაგიცავ“ - თბილისის N103 საჯარო სკოლის ჩართულობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, პროექტი განხორციელდა
26-06-2024
-
+

თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით კი, არაერთი ღონისძიება ეწყობა. მათ შორის, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისნის რაიონის განათლების და ახალგაზრდობის სფეროსა და თბილისის N103 საჯარო სკოლის თანამშრომლობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, პროექტი - „გიცავდი და კვლავ დაგიცავ“ განხორციელდა.

პროექტის მიზანი იყო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ქართული ტრადიციის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის მცოდნე პატრიოტი, კრეატიული და შემოქმედებითი უნარების მქონე მოქალაქის აღზრდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კონფეენცია შემდეგ თემებზე ჩატარდა:

  • 1) საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლო/ ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდი და ქართული ვაზი;
  • 2) „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოში;
  • 3) ლურჯი სუფრა;
  • 4) ქართული მრავალხმიანობა.

დასასრულს, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა პანო, რომელზეც VII-XI კლასების მოსწავლეებმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ ლიანა ცანავას ხელმძღვანელობით, იმუშავეს.

პროექტის ფინალურ ეტაპს ესწრებოდნენ: ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრი -კახაბერ ლამბუჩიძე, ისნის რაიონის გამგებელი - ნიკოლოზ ელისაშვილი, გამგეობის წარმომადგენლები, ისნის რაიონული პროფკავშირების თავჯდომარე ქეთი ხეტეშვილი, თბილისის N89 საჯარო სკოლის დირექტორი - მიმოზა ტყებუჩავა და თბილისის N90 საჯარო სკოლის დირექტორი - თამარ მელიქიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება