| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითა და ინიციატივებით იყო დატვირთული.
მათ შორის გამორჩეულია მეორე კლასში გამართული შემოქმედებითი აქტივობა, თემაზე - „ციხესიმაგრე“.
მოსწავლეებმა, ქაღალდით ციხესიმაგრეების მარტივი კონსტრუქციები შექმნეს. დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული კოშკების, ციხესიმაგრეებისა და ციხექალაქების ილუსტრაციები და გაიაზრეს მისი დანაშნულებაც შორეულ წარსულში, რომ კოშკები არა მარტო თავდაცვისათვის იყო აგებული არამედ მათში ცხოვრობდნენ კიედეც.
შემდეგ, მოსწავლეებმა მოაგროვეს მასალები: მეორადი ქარალდის ყუთები, ფერადი ქაღალდები, ფერადი წებოვანი ლენტები და შექმნეს მარტივი კონსტრუქციები.
აღსანიშნავია, რომ აქტივობაში ჩართული იყო მთელი კლასი. მოსწავლეებმა შეაფასეს ნაშრომები და გააკეთეს თვითშეფასება.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“
მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება
დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია