| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე, პედაგოგების მხარდაჭერით, არაერთ საინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
მათ შორის იყო გლობალური პროექტი - „კოდის ერთი საათი“.
აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე, პროექტი „კოდის ერთი საათის“ ფარგლებში, სკოლის მე-6 ა კლასის მოსწავლეებს: მარიამ ცირეკიძეს, ანასტასია ფხაკაძეს, ქეთი ჩუბინიძეს და ბარბარე ლომთაძეს ვიზუალური პროგრამირების პროექტ code.org-ში გამარჯვებისათვის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.
მოსწავლეთა პედაგოგი ზურა ხაკიანი გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და მათ მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებენ.
„წარმატებები დაუღალავ ზურა მასწავლებელს და მის ნიჭიერ მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“
მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება
დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია