სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ
19-06-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ეკოკლუბელები მართავდნენ არაერთ საინტერესო შეხვედრას, მათ შორის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავდნენ. 

24 მაისს, ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს მე-7 კლასის მოსწავლეებთან თემაზე - „საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველო“.

მე-7 კლასელებმა გაიგეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოადგენენ საკომუნიკაციო არხს მთავრობებს და საზოგადოებებს, ერებს და სხვა საერთაშორისო სუბიექტებს შორის, რომლებიც ჩართული არიან უსაფრთხოების სექტორის მართვასა და რეფორმაში.

აქტივობა მიზანად ისახავდა მოსწავლეებს მიეღოთ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნის მიზეზებსა და მიზნებზე, განესაზღვრათ თითოეული ორგანიზაციის ფუნქცია-დანიშნულება და დაეკავშირებინათ მათი როლი გლობალურ ასპექტში.

პრეზენტატორმა მსმენელებს შეახსენა, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. 

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეები გაეცნენ ცალკეული ორგანიზაციის ემბლემებსა და მათი შტაბბინების მდებარეობასაც.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება