სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენა, მამული, სარწმუნოება“ - ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება 
11-06-2024
-
+


სასწავლო წელი იწურება, სწორედ რომ დროა მიღწევების შეჯამების და ახალი გეგმების დასახვის

4 ივნისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა მესამე კლასის შემაჯამებელი ღონისძიება სახელწოდებით - „ენა, მამული, სარწმუნოება“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები ილიას ცნობილი ფრაზის თითოეულ სიტყვას „მოეფერნენ“ სიტყვებით, ლექსებით, ცეკვითა და სიმღერით და ეროვნულ ღირებულებებს ხოტბა შეასხეს.

ღონისძიება იყო პატრიოტული სულისკვეთებით დატვირთული. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიება მოამზადა კლასის დამრიგებელმა აზა ლემონჯარიამ, მუსიკალური მხარდაჭერა კი გაუწია მუსიკის მასწავლებელმა თინათინ ლაგვილავამ.

სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა შეაფასეს ღონისძიება და წარმატება უსურვეს მასწავლებელ აზა ლემონჯარიას და მოსწავლეებს სწავლა-სწავლების შემდეგ ეტაპებზე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება