სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რას გვეტყვის ტანსაცმელი შუა საუკუნეების საზოგადოებაზე“ - ხულგუმოს საჯარო სკოლაში, სამი საგნის ინტეგრირებით, ღია გაკვეთილი ჩატარდა
07-06-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში ისტორიის მასწავლებელმა - ანა პეტროსიანმა მორიგი ღია გაკვეთილი ჩაატარა ძალიან საინტერესო თემაზე - „რას გვეტყვის ტანსაცმელი შუა საუკუნეების საზოგადოებაზე“.

გაკვეთილი საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნებისა და ისტორიის საგნების ინტეგრირებით ჩატარდა.

ბავშვებმა ისაუბრეს თუ როგორ ცხოვრობდნენ, რა საქმიანობას ეწეოდნენ, როგორ მხიარულობდნენ ან როგორ იცვამდნენ შუა საუკუნეებში.

„მასწავლებელი ანა პეტროსიანმა და მოსწავლეებმა ტანსაცმლის თემა შეარჩიეს. ბავშვებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორი იყო შუა საუკუნეების სამოსი, როგორ იმოქმედა მათზე რელიგიურმა აღზრდამ, ცხოვრების წესმა და კლასობრივმა შეხედულებებმა, როგორ შეიცვალა ადამიანის დამოკიდებულება ტანსაცმლის მიმართ“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე ჯგუფურად იმუშავეს. ისინი 3 ჯგუფად დაიყვნენ. 

I ჯგუფი - „შუა საუკუნეების ტანსაცმელი“;

II ჯგუფი - „სამოსი ისლამურ სამყაროში

III ჯგუფი - „ტანსაცმელი და თავისუფლება“(თანამედროვე მაგალითით). 

ჯგუფური მუშაობა მოიცავდა სლაიდების პრეზენტაციას, სადაც მოსწავლეებმა კომპიუტერული ცოდნა გამოიყენეს, ნაირა ლევანიანის ხელმძღვანელობით.

ასევე, დამზადდა პლაკატები, სადაც ბავშვებმა შეაგროვეს შუა საუკუნეების და თანამედროვე სამოსის მოდელები ხელოვნების საგნიდან, ძირითადად დამახასიათებელი იყო მარია ლევანიანის ნამუშევარი. მან  ისლამური სამოსიც კი წარადგინა და ახსნა მისი არსი.

ციალა ღარსლიანი კი გაკვეთილზე სომხური ეროვნული სამოსით წარდგა. ვ. ტოპალიანმა, ს. მანუკიანმა, მ. მურადიანმა მოამზადეს ხელით გაკეთებული ნამუშევარი. ვ.ჩივჩიანმა შეაგროვა ინფორმაცია სხვადასხვა დროის სამოსის შესახებ.

„ეს იყო ძალიან სრულყოფილი, შემეცნებითი, საინტერესო  ღია გაკვეთილი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება