| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლამ ბაგა-ბაღის სასკოლო ასაკის აღსაზრდელებს უმასპინძლა.
შეხვედრა, 5 ივნისს ტრანზიციის პროექტის - „თქვენ სკოლა გელით“, ფარგლებში გაიმართა და სკოლა თბილისის N166 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მოინახულეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სპეციალური განათლების სპეციალისტების მიერ იყო ორგანიზებული.
დაგეგმილი აქტივობები - „იმიტირებული გაკვეთილით“, დაიწყო. მე-4 კლასის დამრიგებლებმა პატარებს მოსწავლეებთან ერთად საკლასო ოთახში უმასპინძლა. ბაღის აღსაზრდელები დასხდნენ მერხებზე, ისინი არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა ბაღის აღსაზრდელებს სკოლაში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს. შემდეგ ბავშვებს სკოლის შიდა გარემო დაათვალიერებინეს (სველი წერტილები, რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და საკლასო ოთახი).
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს ლამაზი დღე უფრო გაალამაზა სააქტო დარბაზში დაგეგმილმა ღონისძიებამ. როგორც მეოთხეკლასელებმა, ასევე ბაღის აღსაზრდელებმა წარადგინს შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრები. სკოლის დირექტორმა - ნანა ლაბაძემ ბაღის აღსაზრდელებს ტრანზიციის პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა.
სულ ბოლოს კი, პატარებმა საკუთარი ემოციები „ემოჯების“, სახით დაუტოვეს სასკოლო საზოგადოებას. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორმა - შორენა პარუნაშვილმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა სკოლის დირექციას მეგობრული, სიყვარულით სავსე შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ წარმატებული ტრანზიციისთვის ნამდვილად საჭირო და აუცილებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ასეთი სწორად დაგეგმილი და მიზანზე ორიენტირებული ღონისძიებების ჩატარება.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ