სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება ბარდნალის საჯარო სკოლაში
07-06-2024
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მოსწავლეების განწყობასა და მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. დირექცია და პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი და მათ ინტერესებს მორგებული. 

ცხადია, აღნიშვნის გარეშე ვერ ჩაივლიდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეც, რომელსაც სკოლაში საინტერესო აქტივობით გაჯერებული სპორტული ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიება სპორტის მასწავლებლის - ალუდა ხაბულიანის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელშიც ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.

სკოლის დირექციას დაწესებული ჰქონდა სიგელები და პრიზები სხვადასხვა ნომინაციაში, რაც ბავშვებისათვის სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მხატვრული ნომრებით გაალამაზეს მოსწავლეებმა და მასში  წლევანდელი კურსდამთავრებულები და წიფერჩის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც სიამოვნებით მონაწილეობდნენ. 

სკოლის მოსწავლეები და დირექცია მადლობას უხდიან მასწავლებელს, ამ ლამაზი დღისა და დაუვიწყარი ემოციებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება