| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სიცოცხლე დუღს და ცხოვრება ჩქეფს, ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლებაც „ჰყვავის“.
ამის მაგალითია 5 ივნისს ჩატარებული მე-4ა (დამრიგებელი: ე.მეტრეველი) კლასის ღონისძიება - „სულ პატარები მოვედით, გავიზარდეთ და გავლაღდით“.
თვალხატულმა გოგო-ბიჭებმა ლექსთა თქმით, სიმღერათა მღერითა და ცეკვების ენით შთამბეჭდავად წარმოადგინეს 4 წლის ნაშრომი, ისაუბრეს საქართველოზე, დედაენაზე, სკოლაზე, დირექტორზე, დამრიგებელზე, პედაგოგებზე, მშობლებზე, ერთმანეთის სიყვარულზე. არ დაენანათ სამადლობელი სიტყვებიც მასწავლებლებზე - „გვიყვარხართ ჩვენთან გატარებული ოთხი წლის, თითოეული თვის, საათის, წუთისა და წამისთვის. თქვენ გვაზიარეთ ტკბილ ქართულს; თქვენით დავუმეგობრდით დახვეწილ ქართულ ანბანს; გვაზიარეთ შემოქმედებითობას და სწორედ თქვენი წყალობით ვართ, როგორებიც ვართ დღეს... თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ჩვენი სკოლის კედლებში აერთიანებს მოსწავლის ხვალინდელ დღეს“. ბოლოს კი აღუთქვეს ყველას ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და აქტიური სასკოლო ცხოვრება საბაზო თუ საშუალო საფეხურზე.
„დრო არ ჩერდება, მუდამ წინ მიისწრაფის, დაიწყება ჩვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი. მივეშურებით ცხოვრებისეული სიძნელეების გადასალახად, სწავლის მწვერვალების დასაპყრობად და ბედნიერი საქართველოს ასაშენებლად!“,- ამ სიტყვებით დააგვირგვინეს ღონისძიება მე-4 კლასელებმა და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას დიდი შემართებით შეუდგნენ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა