| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს მშობელი მოსწავლის ბულინგში სდებს ბრალს.
როგორც მეექვსე კლასის მოსწავლის დედა, ლელა ვერძაძე ამბობს, სკოლის დირექტორი ნატალია გოგუაძე, რომელიც პარალელურად მათემატიკის მასწავლებელია, მოსწავლეს გამუდმებით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
დედა ამბობს, რომ იძულებული გახდა ბავშვი სხვა სკოლაში გადაეყვანა. ოჯახმა საჩივრით უკვე მიმართა აჭარის განათლების მინისტრს.
„სკოლის დირექტორმა, დამრიგებელთან ერთად კლასელების წინაშე განიხილა, რომ ბავშვის და მისი ერთად მუშაობა იქნებოდა შეუძლებელი. თვითონ ბავშვს აღარ აქვს სურვილი იმ სკოლაში ისწავლოს, რადგან მეუბნება, რომ დედა მე მრცხვენია ბავშვების წინაშე, ყოველ დღე შეურაცხყოფას მაყენებს, მე თავს დაჩაგრულად ვგრძნობ, მეშინია, ყოველ დღე რა შეიძლება მაკადროს მასწავლებელმა...", - ყვება მშობელი.
სკოლის დირექტორი, ნატალია გოგუაძე უარყოფს, რომ მისი მხრიდან ბავშვზე ზეწოლა იყო.
წყარო: „მთავარი“
დამატებითი ინფორმაციისთვის „ეტალონმა“ აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურთან სცადა დაკავშირება, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ, მათ პოზიციას გაგებისთანავე შემოგთავაზებთ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა