სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პორტფოლიოსთან დაკავშირებული კითხვები და პასუხები პედაგოგებისთვის
06-06-2024
-
+


პედაგოგებისთვის უკვე ცნობილია, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება დახარვეზებული პორტფოლიოების ხელახალი განხილვა. მართალია, ჯერ ვადები უცნობია, თუმცა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გთავაზობთ „სკოლის დირექტორობის პლატფორმის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და იმ კითხვებზე პასუხს მოიცავს, რომელიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ პედაგოგებს პრაქტიკული საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით.


1. კითხვა: რა პერიოდის მტკიცებულებები უნდა განვათავსოთ პორტფოლიოში?

პასუხი: პორტფოლიოში უნდა განთავსდეს მოქმედი სტატუსის მოპოვების შემდეგ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

2. კითხვა: რაზე დაყრდნობით ხდება მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება?

პასუხი: მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა ფასდება მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრული, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისშეფასებისა და კომისიასთან ზეპირი გასაუბრების საფუძველზე.

 

3. კითხვა: განსაზღვრული არის მტკიცებულებების რაოდენობა, თუ რამდენსაც გვინდა ავტვირთავთ?

პასუხი: მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული მიმართულებით საქმიანობის დამადასტურებელი, მინიმუმ, ერთი მტკიცებულება მაინც. შესაძლებელია ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებდეს.

 

4. კითხვა: ელექტრონულ ბაზაში ატვირთულ პორტფოლიოს ცენტრი ავტომატურად ნახულობს, თუ წერილობით უნდა მივმართოთ?

პასუხი: მასწავლებელი უფლებამოსილია მიმართოს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე. სწორედ ეს ხდება მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების საფუძველი.

 

5. კითხვა: ვარ უფროსი მასწავლებელი, შესაძლებელია ჩემი პრაქტიკული საქმიანობაც შეფასდეს? წამყვან-მენტორის გამოცდაზე არ გავსულვარ...

პასუხი: სტატუსის ცვლილების უფლება აქვს:

ა) უფროს/წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს წამყვანი/მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა.

ბ) უფროს მასწავლებელს, რომელმაც უნარების გამოცდაში გადალახა მენტორი მასწავლებლის ზღვარი, შესაფასებლად შეუძლია წარმოადგინოს წამყვანი, ან მენტორი მასწავლებლის პორტფოლიო.

გ) დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომელთაც უფროსის სტატუსი მოპოვებული აქვთ მინიმუმ 50%-ზე დადასტურებული საგნობრივი კომპეტენციით ან ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან არის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დოქტორი. მათ შესაფასებლად შეუძლია წარმოადგინოს წამყვანი, ან მენტორი მასწავლებლის პორტფოლიო.

 

6. კითხვა: თუ მასწავლებელი ორ ან სამ სკოლაში ასწავლის, ყველა სკოლაში ცალ-ცალკე უნდა გააკეთოს პორტფოლიო?

პასუხი:მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ სკოლაში, პორტფოლიოს შეფასების მიზნით, აწარმოებს მასწავლებლის პორტფოლიოს, რომელშიც შესაძლებლობა აქვს, წარმოადგინოს იმ სკოლებში განხორციელებული აქტივობები, რომელშიც ასწავლის ან არსებული სტატუსის მოპოვების შემდეგ ასწავლიდა.

 

7. კითხვა: თუ მასწავლებელი ერთზე მეტ სკოლაში ასწავლის, ყველა დირექტორის მიერ უნდა იყოს შუამდგომლობა წარდგენაზე, თუ არა?

პასუხი: იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი დასაქმებულია ერთზე მეტ სკოლაში წინადადებას წარადგენს თითოეული სკოლის დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება