სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ანბანის ზეიმი“ და ემოციური „ბოლო ზარი“ - ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ორი მე-12 კლასელი ერთმა პირველკლასელმა გააცილა
28-05-2024
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.

საგულდაგულოდ მორთულ საკლასო ოთახში თითქმის ყველა მოსწავლემ, მასწავლებელმა და მშობლებმა მოიყარა თავი. იქ ერთდროულად გაიმართა „ანბანის ზეიმი“ და „ბოლო ზარი“. აღსანიშნავია, რომ ორი მეთორმეტეკლასელი ერთმა პირველკლასელმა გააცილა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მზია მახარობლიშვილის ხელმძღვანელობით გამართული ღონისძიება, შესანიშნავად იყო ორგანიზებული. მასში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. ისინი ერთმანეთს ლექსის თქმაში, სიმღერასა და ცეკვაში ეცილებოდნენ.

აწ უკვე კურსდამთავრებულებმა - ანასტასია პაპუაშვილმა და მიხეილ როსტიაშვილმა თორმეტი წლის განმავლობაში გაწეული ამაგისა და სიკეთისათვის, პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.

„გულაჩუყებულები ვეღარ იკავებდნენ სიხარულისა და სკოლასთან განშორების ცრემლებს. „ახალგაზრდობავ გზას გილოცავთ შუქით შემოსილს“ - ეს სიტყვები იკითხებოდა თითოეული პედაგოგის სახეზე. მეთორმეტეკლასელებს მიესალმნენ და კეთილი სურვილები უსურვეს სკოლის დირექტორმა - თამილა ქურხაშვილმა, კლასის დამრიგებელმა - მერი ნანობაშვილმა, დაწყებითი კლასის მასწვლებელმა - ჯულიეტა მჭედლიშვილმა და მშობელმა - ქეთევან ბეროზაშვილმა. მათ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვაში უხვად იყო ჩაქსოვილი დედობრივი მზრუნველობა და განშორებისაგან გამოწვეული სევდაც. ასევე, ღრმა რწმენა იმისა, რომ არცერთი მათგანი არ შეარცხვენდა სკოლის სახელსა და ღირსებას. მათ კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება და ცხოვრების კლდოვან ბილიკებზე მხნე და გამართული პირველი ნაბიჯების გადადგმა უსურვეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

სკოლები

მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

 

„ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და მრავალ ღირსეულ აღიარებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება