| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში პატრიოტი, ღირსეული მოქალაქეების აღზრდაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ამ მიზნით, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა და მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნება. ამჯერად, იქ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მორიგი პატრიოტული ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა აღნიშნული თარიღი მნიშვნელობასა და ისტორიაზე ისაუბრეს, სამშობლოს სიყვარული გამოხატეს და საქართველოსთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიგეს.
მათ დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის კედლებში გამოზრდილი გმირები - გია სიხარულიძე, ნუგზარ კიკვაძე, მერაბ ახობაძე გაიხსენეს.
„გმირნო მამულის მადიდნო,
თქვენა ხართ ჩვენი დიდება“,- სწორედ ეს სიტყვები გასდევდა ღონისძიებას.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
ნინო ალბუთაშვილი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას გვიზიარებს
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ