სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N2 სკოლის თვითმმართველობამ და სამოქალაქო კლუბმა წლიური ანგარიში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინა
28-05-2024
-
+


მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არაერთი გამორჩეული და საინტერესო აქტივობითაა გაჯერებული.

ახლახან, სკოლაში თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის მიერ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

ღონისძიებისთვის სკოლაში მიიწვიეს ქალაქის მერი - გენადი ბალანჩივაძე, ვიცემერი - გიორგი ყურაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - მამუკა ჩხეტიანი. ასევე, გოგა ონიანი, თემურ ჭეიშვილი, ლევან ჩანქსელიანი, სოფიო ყანჩაველი, ნინო ხურცია.

სკოლაში იმყოფებოდნენ სამოქალაქო განათლების პროგრამის წარმომადგენლები - ლანა თოთაძე, ირაკლი თევზაძე და წყალტუბოს N4 სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე- თაზო დუნდუა.

ღონისძიება პატრიოტული სულისკვეთებით  წარიმართა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

აქტივობაში შემდეგი კლასების მოსწავლეები მონაწილებდნენ:

  • მე-5ა, მე-5ბ, მე-5გ კლასები - დამრიგებლები: თინათინ ჩიხლაძე, ნინო ბუცხრიკიძე, მარიეტა ვეფხვაძე;
  • მე-6ა კლასი - დამრიგებელი დალი კინწურაშვილი;
  • მე-7ა, მე-7ბ, მე-7გ კლასები - დამრიგებლები: მანანა ყურაშვილი, ალეკო ღონღაძე, ირმა კაკრიაშვილი;
  • მე-8ბ,მე-8გ კლასები - დამრიგებლები: ნინელი კუხალაშვილი, ირმა კეთილაძე;
  • მე-9ბ კლასი - დამრიგებელი მედეა მოდებაძე;
  • მე-10ა,მე-10ბ, მე-10გ კლასები - დამრიგებლები: დარეჯან იობიძე, მარინა გოლეთიანი, მზია მაისურაძე;
  • მე-11ა, მე-11ბ კლასები - დამრიგებლები: როზა ხაბულიანი, მარიკა ღურჭუმალიძე.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების მასწავლებელ ირმა კაკრიაშვილის და მისი მოსწავლეების ჩართულობით, გამოცხადდა კონკურსი - „საქართველოს ხელნაკეთი დროშები“, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სკოლის თვითმმართველობამ (თავმჯდომარე-ნინი მამარდაშვილი) და სამოქალაქო კლუბის პრეზიდენტმა - მატრონა ანთიძემ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინეს. მათ ვიდეოფილმებით „გააცოცხლეს„ ყველა ჩატარებული ღონისძიება, დაასახელეს შემდეგი აქტიური მოსწავლეები: მარი გეჯუა, მარი ქორიძე, დაიანა დვალიშვილი, მარი დოლაბერიძე, მარიამ ედიბერიძე, ანასტასია გოგონაძე, როლანდი თევდორაძე, თინათინ ლიპარტელიანი, ანი სიორიძე, საბიანა ბანძელაძე, ემილია ქუთათელაძე, ნინი გოგოჭური, რომელთაც მადლობა გადაუხადეს.

სკოლის დირექციამ კი აქტიური მოსწავლეები, პედაგოგები და შეხვედრის ორგანიზატორები: სამოქალაქო განათლების პროგრამის პასუხისმგებელი პირი - მარინა გოლეთიანი და სამოქალაქო კლუბ „ფენიქსის“ ხელმძღვანელი- მზია მაისურაძე დააჯილდოვა

შეხვედრამ ამაღლებული და ხალისიანი განწყობით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

სკოლები

მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

 

„ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და მრავალ ღირსეულ აღიარებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება