სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფეროშენადნობთა ქარხანას ესტუმრნენ 
15-05-2024
-
+


ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა განვითარებისთვის ფორმალურ განათლებასთან ერთად, დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას. სასკოლო საზოგადოებას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ეს მოსწავლეებს, კარიერის დაგეგმვასა და ინტერესების წარმოჩენაში ეხმარება.

სწორედ ამ მიზნით, სკოლის საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრებმა დაგეგმეს სასწავლო ვიზიტი ქართული ეკონომიკის ფლაგმან-ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომელიც პედაგოგების დალი ბარათაშვილის ( ქიმია) და ხათუნა ებანოიძის( გეოგრაფია) თაოსნობით განხორციელდა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მე-10 და მე-11კლასების მოსწავლეები. მათ ინტერესით დაათვალიერეს ქარხნის საამქროები და ქიმიური ლაბორატორია. ისინი გაეცნენ ქარხნის ისტორიასა და უშუალოდ დაესწრნენ ლითონის დნობის პროცესს.  ბავშვებმა, ასევე შეიტყვეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია მეტალურგის პროფესიის შესახებ, რაშიც მათ ქარხნის ცნობილი მეტალურგები  დაეხმარნენ.

ქარხნის საამქროებმა და იქ ნანახმა პროცესებმა მოსწავლეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

სკოლაში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობას და პირადად, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს - ლია ბარბაქაძეს, გულითადი მიღებისა და საინტერესო, შემეცნებითი საუბრებისათვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება