| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში სააღდგომო გამოფენა მოეწყო.
სააღდგომო თემაზე მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა სკოლაში, სკოლის ესთეტიკის კათედრამ მოაწყო.
პროექტი ხელოვნების პედაგოგ ნაირა კოსტავას თაოსნობით განხორციელდა და მასში მონაწილეობდნენ სკოლის მე-5ა (დამრიგებელი ხათუნა ებანოიძე) და მე-5გ (დამრიგებელი ინგა კიკნაველიძე) კლასების მოსწავლეები.
მოსწავლეთა ნამუშევრები თემაზე „აღდგომა“, შთამბეჭდავი იყო. მათ თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია გააკეთეს და სასკოლო საზოგადოებას დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.
ეს დღე დასამახსოვრებელი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„დიდი მადლობა ბატონ ლევან გვეტაძეს ყურადღებისთვის“