სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ შევღებოთ კვერცხი ისე, რომ არ დასკდეს და ლამაზი ფერი გამოვიდეს - პრაქტიკული რჩევები
03-05-2024
-
+


5 მაისს მართლმადიდებლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ, მანამდე კი ტრადიციულად, ყველა ოჯახში კვერცხი წითლად შეიღებება. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ფერი იყოს ლამაზი და კვერცხი არ დასკდეს? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

1. ენდროს ფესვები გარეცხეთ, დაჩეჩქვეთ, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და წამოადუღეთ დაახლოებით 10-15 წუთი. გააგრილეთ და ჩაალაგეთ კვერცხი. ჩაყარეთ ცოტა მარილი (ასე კვერცხი უკეთ გაიფცქვნება) დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. ხარშეთ დაახლოებით 15 წუთი. ამის შემდეგ კვერცხი გადაიტანეთ ცივ წყალში. იგივე ნახარშით შეგიძლიათ მეორედაც შეღებოთ, მაგრამ მანამდე გააციეთ, თორემ კვერცხი დასკდება.

2. აარჩიეთ საშუალო ან ოდნავ მომცრო კვერცხი. მას უფრო გამძლე ნაჭუჭი აქვს. შესაღები სხნარის მომზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყეთ. დაჩეჩქვეთ 2-3 კონა ენდროს ფესვები და მოათავსეთ დაახლოებით 5 ლიტრა წყალში. ეცადეთ ჭურჭელი ემალის იყოს. დაამატეთ ხახვის ფურცელი იმდენი, რომ ენდროსა და ფურცლის წილი 2:1 იყოს. დადგით ცეცხლზე. ადუღეთ დაახლოებით 45 წუთი. პერიოდულად ხარშვისას ამატეთ დაკლებული წყალი. გაცივებულ ხსნარში ჩააწყვეთ კვერცხი. ეცადეთ მოხერხებულად მოათავსოთ ენდროს ძირებსა და ხახვის ფურცლების მასაში. დადგით დაბალ ცეცხლზე. უნდა იხარშოს 10-15 წუთი. თუ ერთი სუფრის კოვზ მარილს ჩაყრით უკეთესია. მოხარშვის შემდეგ ცეცხლი ჩააქრეთ, მაგრამ კვერცხებს მაშინვე ნუ ამოიღებთ ქვაბიდან. 15 წუთი მაინც დატოვეთ ამის მერე ჩაალაგეთ ცივ წყალში.

3. ენდრო ადუღეთ ნახევარ საათს, შემდეგ გადაწურეთ. ნახარშში ჩააწყვეთ უკვე მოხარშული კვერცხი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე ვიდრე სასურველ ფერს არ მიიღებთ. ამ გზით კვერცხი უფრო თანაბარი შეფერილობის გამოვა.თუ კვერცხს ოხრახუშის ფოთოლს დააფენთ და მაგრად შეახვევთ დოლბანდში, თქვენს სააღდგომო სუფრას მოხატული კვერცხი დაამშვენებს. კვერცხის მოხატვა სხვაგვარადაც შეიძლება: სველი კვერცხი ამოავლეთ მშრალ ბრინჯში, მაგრად შეახვიეთ დოლბანდში, რომ მარცვლები არ მოშორდეს და ჩვეულებრივ შეღებეთ

პრაქტიკული რჩევები: თუ კვერცხს წინასწარ სოდიანი წყლით ან ძმრით გარეცხავთ, უფრო თანაბრად შეიღებება. ხარშვისას რომ არ გასკდეს შეღებვამდე ერთი საათით ადრე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. შეღებილმა კვერცხმა რომ იბრწყინოს, გაამშრალეთ და გადაუსვით ზეთი.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება