სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის კვირეული ნახშირღელის საჯარო სკოლაში
02-05-2024
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.

მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც საინტერესო აქიტვობებსა და ღონისძიებებს მოიცავდა.

პირველი კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაია ფანჩულიძე) დედაენის დღეს კალიგრაფიული ნაშრომები მიუძღვნეს, კლასის კედლებზე ფაქიზად შესრულებული ნაწერები გამოფინეს.

მეორეკლასელებმა მესამეკლასელები მიიწვიეს (დამრიგებლები ქეთო ბრეგაძე და ზაირა ნიკოლაძე). მათ მშობლიური ენის მიმართ სიყვარული და ერთგულება ერთად გამოხატეს.

მეოთხეკლასელებმა (დამრიგებელი ირინე არევაძე) წარმოთქვეს ლექსები სამშობლოზე, გაიხსენეს მწერალთა და პოეტთა გამონათქვამები „დედაენაზე“. V და VIII კლასების მოსწავლეებმა(დამრიგებელი დარეჯან გორგაძე და დალი რობაქიძე) შექმნეს თემატური კედლის გაზეთი და ასე გამოხატეს სიყვარული და მადლიერება მშობლიური ენის მიმართ.

აღნიშნულ დღეს ასევე გაჟღერდა სიტყვები - „მტრობა ენისა არს მტრობა ქვეყნისა“(ილია ჭავჭავაძე) და  „ქართული ენა მსოფლიოს მერვე საოცრებაა“ (დოდონა კიზირია).

„ქართულ ენას გადაშენება არ უწერია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექცია პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწებას ულოცავს

მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში განსაკუთრებულად ელოდნენ

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორმა მარეხი ფირცხელანმა და პედაგოგებმა

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება