| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია და ეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ყველაზე უკეთ იციან, ამას მოწმობს დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია, რომელიც, თამამად ვიტყვით, არის გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“.
სკოლის მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ამ დღის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად საზოგადოების გაერთიანებაა.
მოსწავლეებმა ისიც დასძინეს, რომ წელს დედამიწის დღის თემაა - „პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“, და მოუწოდებს საზოგადოებას შეამციროს პლასტმასის გამოყენება.
სწორედ ამიტომ, სკოლის ეკოკლუბის - „ფესვების“, წევრებმა და მოხალისეებმა (VIII კლასი), ხელმძღვანელის, ლია გოგილაშვილის მხარდაჭერით, სოფელში არსებული კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია და ფეხბურთის მოედანი გაწმინდეს პლასტმასას ნარჩენებისგან.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო სოფელ ძველი ანაგის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა ზურაბ ბეგიაშვილმა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„დიდი მადლობა ბატონ ლევან გვეტაძეს ყურადღებისთვის“