| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და შემეცნებითი თამაში იმართება.
ამჯერად, მე-4 კლასში, მასწავლებლის - ელადა სანოსიანის ხელმძღვანელობით მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა.
„მათემატიკა უნდა გვიყვარდეს მინიმუმ იმის გამო, რომ ის ჩვენს გონებას წესრიგში აყენებს“, - მ. ვ. ლერმონტოვის ამ სიტყვებით დაიწყო კონკურსი. როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსი შედგებოდა 7 ეტაპისგან.
თითოეული ეტაპი სავსე იყო მათემატიკური ამოცანებით, მხატვრული ნომრებით, ასევე მუსიკალური პაუზებითა და საინტერესო ამოცანებით.
ჟიურიმ შედეგები შეაჯამა, რის შემდეგაც ჯგუფებს დიპლომები გადაეცათ. ბავშვებმა მცირე პრიზებიც მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით სხარტი აზროვნების განვითარებაში ეხმარებიან.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„დიდი მადლობა ბატონ ლევან გვეტაძეს ყურადღებისთვის“