სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, საინტერესო

2024 წლის ახალქალაქის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
01-05-2024
-
+


პირველ მაისს, ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში 2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 

ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა. 

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა თერეზა ჩივჩიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ედუარდ აღასარიანმა, მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმის განვითარებისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსმა ოლგა მელიქიძემ. 



ღონისძიების დაწყებამდე, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.

კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული 3-3 წევრიანი გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:

2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის გუნდმა 85 ქულით.  გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ნიკოლოზ ქასრაშვილი, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ნუცა ხუციშვილი VI კლასი და ელენე გოგოლაძე VII კლასი.

მეორე ადგილზე ასევე 85 ქულით გავიდა ჩამდურის საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი ნარე პამბუხჩიანის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: არმინე აჯინიანი VI კლასი და თამარა სიმონიანი VI კლასი. 

მესამე ადგილი კი მოიპოვა ახალქალაქის N5 საჯარო  სკოლის გუნდმა 80 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი რაფიკ მარქარიანი. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ნუნე პაპოიანი VII კლასი და სირუნიკ გალოიანი VII კლასი. 




აღსანიშნავია რომ პირველ და მეორე ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი, 85-85 ქულა დააგროვეს, თუმცა ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის გუნდმა ეს უფრო მცირე დროში - 111 წამში მოახერხა, ხოლო ჩამდურის გუნდს შედეგისთვის 265 წამი დასჭირდა. ასევე 80-80 ქულა დააგროვეს მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გასულმა - არაგვის და ბალხოს საჯარო სკოლების გუნდებმა, თუმცა ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის გუნდს ამ შედეგისთვის ყველაზე უფრო მცირე დრო, 223 წამი დასჭირდა.


ასევე იხილეთ:

ახალქალაქში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება