სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„განათლებულ ქალთა როლი საზოგადოებაში“ - არსარვანისა და აშკალის საჯარო სკოლების დედაენის დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი პროექტი
18-04-2024
-
+


უკვე ერთი წელია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის (აზერბაიჯანულენოვანი) და სოფელ აშკალის (სომხურენოვანი) საჯარო სკოლები დამეგობრებულები არიან და თანამშორმლობენ. ისინი ერთობლივად საინტერესო პროექტებს აწყობენ.

ამჯერად, დედაენის დღესთან დაკავშირებით, აშკალის საჯარო სკოლაში, განხორციელდა მათი ერთობლივი პროექტი: „განათლებულ ქალთა როლი საზოგადოებაში“.

პროექტის ინიციატორები იყვნენ არსარვანის საჯარო სკოლაში არსებული კლუბ „განმანათლებლების" ხელმძღვანელები, ქართული ენის პედაგოგები - ნათია გიგლემიანი და ეკატერინე კაკრიაშვილი, ასევე, აშკალის საჯარო სკოლის ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თეა გიგიტაშვილი. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეცენტაციები:

  • განათლება და განათლებული ქალის როლი საზოგადოებაში;
  • გენდერული თანასწორობა;
  • ფემინისტი ქალები;
  • ქალთა განათლება და სტერეოტიპები;
  • ქალთა საარჩევნო ხმის მოპოვების უფლება (ისტორიული მიმოხილვა).

პროექტის მიზანი იყო ორ სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, მოსწავლეთა დამეგობრება, ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და განმტკიცება არაქართულენოვან სკოლებსა და თემში.

პროექტის მომზადებაში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. მასში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება