სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
16-04-2024
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლში სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ შეჯიბრებებში დიდი ყურადღება ეთმობა.

12 აპრილს, ამბროლაურის სპორტულ ბაზებზე გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული შეჯიბრებები მინი ფეხბურთსა და ქუჩის კალაბურთში ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის, სადაც ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

ასპარეზობაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბარდნალის საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა, რომელმაც ნახევარდინალში დამაჯერებლად სძლია ონის ძლიერ გუნდს. 

ფინალში კი უშეღავათო ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დამარცხდა ამბროლაურის პირველი საჯარო სკოლის გუნდთან და დამსახურებულად მოიპოვა მეორე საპრიზო ადგილი.

სკოლაში მოსწავლეებს, ხელმძღვანელ მასწავლებელსა და გამარჯვებულ გუნდებს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მათ და მათ მწვრთნელს, ჩვენი სკოლის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მასწავლებელს, ალუდა ხაბულიანს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ! ასევე ვულოცავთ ორბელის საჯარო სკოლის კალათბურთელ ვაჟთა და ცაგერის საჯარო სკოლის გოგონათა და ქვედა ცაგერის მინიფეხბურთელ გოგონათა გუნდებს  მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ ასპარეზობებში“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება