სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რიონის საჯარო სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ინტელექტუალური შეჯიბრი მოეწყო
16-04-2024
-
+


სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა.

სკოლაში, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქართული ენის კათედრამ მოაწყო ინტელექტუალური შეჯიბრი. მასში ოთხი გუნდი: „არწივები“, „შევარდენი“, „ლიდერები“ და „რეალი“ მონაწილეობდა.

ჟურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი ლიდერები“, რომელსაც ხელმძღვანელობდა მე-8 კლასის მოსწავლე იაკობ მამრიკიშვილი. მოსწავლეებმა სხარტი აზროვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სასკოლო საზოგადოება ბავშვებს კიდევ ბევრ წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

აღმზრდელებისთვის ახალი სამნაწილიანი გზამკვლევი შემუშავდა

საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ - NAEC პირველი გამოცდას 2 ივლისს ჩაატარებს 

მასწავლებლების სახლი სპეცმასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ყველაფერი, რაც პირველ გამოცდამდე უნდა გაიგოთ - ბოლო რეკომენდაციებს აბიტურიენტებს გააცნობენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა სცენაზე ლუი ამსტრონგის, ივანე და ზაქარია ფალიაშვილების, ასევე ჩინელი ბიჭის იუნსუს შთამაგონებელი ცხოვრება გააცოცხლეს

მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე ხალისითა და დიდი ინტერესით იმუშავეს, კლასში კი შთამბეჭდავი პრეზენტაციები წარადგინეს

ბავშვებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა დამრიგებელთან მანანა დუმბაძესთან გამომშვიდობება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება