| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიება ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების - არმინე და ანი ზმოიანების ხელმძღვანელობით გაიმართა და მასში სკოლის ყველა მოსწავლე უდიდესი სიყვარულით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთო.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, უყურეს თემატურ ვიდეორგოლებს და სასკოლო საზოგადოებას ემოციური სანახაობა შესთავაზეს.
მოსწავლეები ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ, ისაუბრეს საქართველოს ტრაგიკულ მოვლენაზე, რომელიც საფუძვლად დაედო დამოუკიდებლობის აღდგენას.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული, მსგავსი ღონისძიებები აქტიურად იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად