სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხიკვთას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე დაუვიწყარი ღონისძიებით აღნიშნეს
16-04-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „ერს გადაშენება არ უწერია თუ მომავალი თაობები ისტორიას არ დაივიწყებენ!“.

ამ დღეს მოსწავლეებმა ქართული ენა ადიდეს, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დედაენის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის სიტყვები გაიხსენეს, მას ხოტბა შეასხეს და ცოდნა აიმაღლეს.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ენას მოფრთხილება სჭირდება.

აღნიშნულ ღონისძიებას ხელმძღვანელობდენენ: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები- ია ზურაბაშვილი, ანი საგინაშვილი, ისტორიის პედაგოგი- ანნა მუშკუდიანი, საქმის მწარმოებელი- მარიამ პირველი.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება