სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დასაფიცარო დედაო ენავ“- მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
16-04-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში, კლასის დამრიგებლების ხელმძღვანელობით, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „დასაფიცარო დედაო ენავ“ გაიმართა.

მოსწავლეებმა ქართული ენის დაცვაზე, მის მნიშვნელობაზე, ენის წარმოშობასა და განვითარებაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და 1978 წლის ისტორიული მოვლენები გაიხსენეს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება