სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაენის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
16-04-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის საზოგადოება დედაენის დღის აღსანიშნავ, მასშტაბურ ღონისძიებას შეუერთდა. 

ლეო ფილფანის სახელობის მესტიის თეატრში გაიმართა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა ამავე მუნიციპალიტეტის არაერთი სკოლა.

აღსანიშნავია, რომ იდეის ავტორები და ორგანიზატორები გახლდნენ მესტიის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი ნინო კვიციანი და ლენჯერის საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ შუკვანი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება იყო ერთობ საინტერესო ნომრებით გაჯერებული, რომელთა შორის ერთ-ერთ გამორჩეულად დასახელდა იფარის საჯარო სკოლის წარმოდგენა.

მე- 7 და მე- 9 კლასის მოსწავლეები, სულ რაღაც ათწუთიან მონაკვეთში (დებულებაში მითითებული რეგლამენტის მიხედვით) ცდილობენ ესაუბრათ ქართული ენის და, საერთოდ, ქართველური ენების რაობაზე, ისტორიულ ჭრილში განეხილათ აღნიშნული თემა და ათასწლეულების სიღრმეებიდან შეხებოდნენ ქართველი ხალხის წარმომავლობის საკითხს, მათ ენობრივ თავისებურებებს და სხვა. 

დასასრულისთვის კი მათ წარმოადგინეს სასცენო ნომერი, რომელიც შეიცავდა დიდი ქართველი ენათმეცნიერის - მზექალა შანიძის ლექციის ინსცენირებას - „დამოუკიდებელი სკოლიდან“. მზექალას როლს მართლაც გამორჩეული სამსახიობო ოსტატობით ასრულებდა მე-7 კლასის მოსწავლე, ნინო გულბანი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვინაიდან დედაენის დღესთან დაკავშირებული ეს ზეიმი არ ტარდებოდა შეჯიბრ-კონკურსის ფორმატში, იფარის სკოლას გადაეცა გულითადი სიტყვიერი შექება და ცოცხალი ყვავილების თაიგული ღონისძიების უშუალო ავტორ- ხელმძღვანელებისაგან. სიგელები და ორ-ორი მოლბერტი კი, გადაეცა ყველა მონაწილე სკოლას.

აღსანიშნავია, რომ 15 აპრილს დედა ენის დღის საზეიმო სულისკვეთებამ თვითონ იფარის სკოლის კედლებშიც გადმოინაცვლა, სადაც უკვე მთელი სასკოლო საზოგადოება შეიკრიბა და კიდევ ერთხელ აღინიშნა დედაენის დღე, 14 აპრილი და ამ თარიღის ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება