სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“- დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
16-04-2024
-
+


დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

აღნიშნულ თარიღს დაწყებითი კლასების პედაგოგებმა ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ მიუძღვნეს. I, II, III ,IV,V ,VI და VII კლასის მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და დედა ენას უმღერეს.

ამავდროულად, მასწავლებლებმა დედაენის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის - „ვისწავლოთ ძველი ქართული“ მონაწილე კლასები დააჯილდოვეს და ამ კონკურსის გამარჯვებული - III კლასის მოსწავლე თომა რიგიშვილი გამოავლინეს.

სკოლაში ღონისძიებაში მონაწილე კლასებს, ამ დღის გალამაზებისთვის, მადლობას უხდიან.

„1978 წლის 14აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და მათი წყალობით საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და მათი წყალობით საბჭოთა კონსტიტუციაში ვეღარ შეიტანეს ცვლილება ქართული ენის სტატუსის დაკარგვასთან დაკავშირებით“,- სწორედ ეს სულისკვეთება გასდევდა ღონისძიებას. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება