| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა!", გაიმართა.
27 საუკუნის წინ შექმნილი ანბანის - დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება, III და IV კლასების მოსწავლეებისა და კლასის დამრიგებლების ინიციატივით ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
მასწავლებლებმა მინი ლექციით დამსწრე საზოგადოებას მოახსენეს: აკვნის ჰიმნის, სამარის ცრემლის, იბერის, თამარის, რუსთაველის ენის, ქართველთ სუნთქვის, ჩვენი ჭირთა და ლხინთა მალამოს, ქართული ენის, როგორც უძველესი დამწერლობის მიერ კატაკლიზმების გამოვლის და ჩვენამდე მოღწევის გზები და საშუალებები.
ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა: ლექსის მხატვრული კითხვა, გამონათქვამები ენის მნიშვნელობასა და სიწმინდეზე, ქართული ცეკვები და სიმღერები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც წვლილი შეიტანა და საკუთარი სიცოცხლე დათმო, ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების საქმეში.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ ღონისძიებაზე ხაზი გაესვა გმირობის მნიშვნელობას ნებისმიერ საზოგადოებაში სხვადასხვა გამომსახველობითი ფორმით და საშუალებით, მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა-გაზრდის დიდ საქმეში.
„ქართული მარტო ენაა?! კიდევ ერთხელ გილოცავთ დედაენის დღეს! დღეგრძელი იყავ ენავ დედაო!“, - ამ სიტყვებით დასრულდა ღონისძიება.
იხილეთ ფოტოები და პრეზენტაცია ბმულზე:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
ეროვნულებზე ახალი სავალდებულო საგნის გამოცდა ემატება - მინისტრის ბრძანება ძალაშია
როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს