სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენა დედაა ერისა“  - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის საზოგადოებამ დედაენის ძეგლთან ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინა
16-04-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე ტრადიციულად, განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, პედაგოგები და მოსწავლეები თბილისში, დედაენის ძეგლთან იმყოფებოდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, წელსაც, სკოლის აქტივმა ტრადიციას არ უღალატა და მოსწავლეებმა დედაენის ძეგლთან წარადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია - „ენა დედაა ერისა“.

აქვე გაიმართა დედაენაზე შექმნილ ლექსებს შორის ლიტერატურული პაექრობა მარნეულის სკოლის პედაგოგსა და დირექტორს შორის. როგორც სკოლაში გვიყვებიან, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლამ ტოლი არავის დაუდო და თან მოსწავლეებთან და მარნეულის სკოლის პედაგოგთან ერთად დედაენის ძეგლი ყვავილებით შეამკო.

ამის შემდეგ სკოლის მოსწავლეებმა მოინახულეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი და პატივი მიაგეს ერის რჩეულთ.

ბოლოს კი, სასკოლო საზოგადოების წევრებმა სამების  ეკლესია მოილოცეს და უფალს საქართველოს, ქართული ენის, სკოლის და თავიანთი ოჯახების მფარველობა სთხოვეს.

სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები გულწრფელ მადლობას უხდიან წყალტუბოს მერს - გენადი ბალანჩივაძეს და დასძენენე, რომ ის მუდამ ახალგაზრდების სწავლა- განათლება- განვითარების სადარაჯოზე დგას, მან მისცა ახალგაზრდებს შესაძლებლობა განსაკუთრებით მოფერებოდნენ მშობლიურ ენას, ახლოს ენახათ დედაენის ძეგლი და საგანგებოდ, დედაენის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში მათი მწვანე ქალაქი აქტიურად წარმოეჩინათ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება