სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლემშვენიერას საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა
16-04-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ერთი კვირის განმავლობაში იმართებოდა. 

კვირეული საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო იყო: ორშაბათს მოეწყო ღონისძიება - „ჩვენი ენა ქართული“, რომელშიც III კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ (ხელმძღვანელი პედაგოგი მაიკო მარგიანი).

სამშაბათი მოეწყო -„გაუმარჯოს ენას ქართულს!“, რომელში VII კლასის მოსწავლეები, მასწავლებელის ცარო ხარძიანის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ. 

ოთხშაბათს კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა, რომელში მოსწავლეები ხალისითა და შემართებით ჩაერთნენ. 

ხუთშაბათს კი, ესეების კონკურსი ჩატარდა თემაზე - „მტრობა ენის არის მტრობა ქვეყნის“.

პარასკევს კი, კვირის შეჯამება, კვირეულის უკუკავშირი და მონაწილეების სიგელებით დაჯილდოება მოეწყო.

„ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთვრისა. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად-ამოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტი ცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა კვირეული სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება