სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
16-04-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს აქტივობები მიეძღვნა. 

სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც 9 აპრილს დაღუპული ადამიანების გმირობის შესახებ კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 
დღის მეორე ნახევარში კი, IV, V და VI კლასის მოსწვლეებმა სამშობლოს თავისუფლებისათვის ტრაგიკულად დაღუპული ნინო თოიძის საფლავი სოფელ ლიხაურში ყვავილებით შეამკეს.

„მადლობა თავისუფლებისათვის! 35 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან, თუმცა დრომ ვერ გაანელა ის განცდა, რაც იმ დროს საქართველოში სუფევდა“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება