| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში დედანის დღე გამორჩეულად და ძალიან საინტერესოდ აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის Iა კლასში გაიმართა კონკურსი კალიგრაფიაში. პატარები, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და ასევე დიდი ინტერესით ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში.
„საგრძნობი იყო მათი მიზანდასახულობა და მონდომება. შედეგმაც არ დააყოვნა. თითოეულის ნაშრომი განსაკუთრებული და მთელი რუდუნებით იყო შესრულებული“, - გვიყვება პედაგოგი ნანა კაჩმაზოვა.
აქტივობის დასასრულს მათ წამახალისებელი სიგელები გადაეცათ კონკურსში მონაწილეობისათვის და ასევე, როგორც აღნიშნავენ, იმ დიდი შრომისა და თავდადებისათვის, რასაც ისინი მთელი ამ ხნის მანძილზე იჩენდნენ დაუზარებლად.
„წარმატებებს გისურვებთ, ჩემო საამაყო პატარებო“, - აღნიშნავს კლასის პედაგოგი ნანა კაჩმაზოვა.
სკოლაში კი მასწავლებელს, ნანა კაჩმაზოვას, მის აღსაზრდელებს მადლობას უხდიან და მათ უამრავ, ლამაზ და საინტერესო დღეს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად