სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N132 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
10-04-2024
-
+


თბილისის N132 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი წარმატებული, ღირსეული და პატრიოტი მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნავს. 

სწორედ ამიტომ, სასკოლო საზოგადოება საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამის აქტივობებს უძღვნის. ამჯერად, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 35 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ძალების მიერ მოკლული 21 მშვიდობიანი, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი გმირი გაიხსენეს.

„ეს არის გამარჯვების, ეროვნული ერთიანობის მაგალითი. ეს არის იმედი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისათვის და ეს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს“,- ამბობენ სკოლაში. 

აქტივობა სწორედ საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირულ გმირთა ხსოვნის უკვდავყოფას და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ემსახურებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება