სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სისხლიანი აპრილი“- ქვენობნის საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება ჩატარდა
10-04-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი თარიღები კი ყოველთვის შესაბამისად აღინიშნება. 

ამჯერად, 9 აპრილთან დაკავშირებით, სამოქალაქო კლუბ - „მოქალაქესა“ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით (ლიანა რუსია, ნარი კუნჭულია), ღონისძიება - „სისხლიანი აპრილი“ ჩატარდა. 

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო პოსტერების გამოფენა, მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები, მათ ტრაგიკულად დაღუპული ნატო გიორგაძის საფლავს პატივი მიაგეს.

„9 აპრილი ტკივილიცაა და სიამაყეც…
განსაკუთრებით ემოციური იყო მოწვეული საპატიო სტუმრის, თამარ ჟღენტის მონათხრობი 9 აპრილის ტრაგიკული ღამის შესახებ. ის იყო ამ მოვლენათა უშუალო თანამონაწილე. მან ახალგაზრდებს დაუტოვა საყურადღებო გზავნილები: „ჩემი თხოვნაა მოვუფრთხილდეთ, შევინარჩუნოთ სისხლით მოპოვებული თავისუფლება და არასოდეს დაივიწყოთ ის გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ამ სანუკვარ ოცნებას“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე:

ვიდეო

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება