სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N20 საჯარო სკოლის ქართული და უკრაინული სექტორის მოსწავლეები საინტერესო სამოქალაქო ინიციატივას შეუერთდნენ
10-04-2024
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობმა უკრაინული სექტორის მოსწავლეებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნასა და წახალისებას შეუერთდნენ სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივას. 

ამჯერად, მოსწავლეები მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ვიდეორგოლში მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია მწვანე სექტორი, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს სამოქალაქო ინიციატივას, რომლის მიზანია ბათუმში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილი ბავშვების საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერება და გარემოსდაცვით აქტივიზმში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მომზადდა ქართულ-უკრაინული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ვიდეორგოლი - შავი ზღვა გვაერთიანებს / Нас єднає Чорне море, რომელშიც, როგორც ქართველი ახალგაზრდები, ასევე ბათუმის N20 საჯარო სკოლის უკრაინული სექტორის მოსწავლეები, შავი ზღვის ეკოლოგიური მნიშვნელობისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ მოგვითხრობენ.

8 აპრილს, ბათუმის ტექნოპარკში, გაიმართა აღნიშნული ფილმის საპრეზენტაციო შეხვედრა, სადაც ქართველი და უკრაინელი ექსპერტების მონაწილეობით, განხილული იქნა შავი ზღვის გარემოსდაცვითი საკითხები და ხაზი გაესვა ახალგაზრდების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვა, საქართველოსა და უკრაინის საერთო საზრუნავია, 2022 წელს, უკრაინაში დაწყებულმა რუსეთის აგრესიულმა ომმა კი შავი ზღვის ეკოლოგიური გარემო ახალი პრობლემების წინაშე დააყენა და ამ კუთხით საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების და მედიის გადაუდებელი მხარდაჭერა უკრაინის ომის საპასუხოდ (ESU)“, ხორციელდება ERIM-ისა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და Human Rights House Foundation-თან, Eastern European Foundation-თან, Black Sea Trust-თან პარტნიორობით.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება