სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლომანაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს კედლის გაზეთი მიუძღვნეს
10-04-2024
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს.

ბავშვებმა ამ დღეს ლამაზი და ემოციური ღონისძიება მიუძღვნეს.

მათ 9 აპრილის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, მათ შესახებ ისაუბრეს და ცოდნა კიდევ უფრო აიმაღლეს. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს თარიღი ქვეყნისთვის.

ბავშვებმა სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები გაიხსენეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს, ასევე თემატური კედლის გაზეთი შექმნეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება