სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
10-04-2024
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს - 9 აპრილს, ღონისძიება მიეძღვნა. 

ის მოსწავლეთა თვითმმართველობის, მე-8 - მე-11 კლასის მოსწავლეების, ისტორიის პედაგოგების - მაია გორელიშვილისა და მადონა ტოკლიკიშვილის ჩართულობით განხორციელდა. მოსწავლეებმა ისტორიული მოვლენების ამსახველი კადრები წარადგინეს, საინტერესოდ ისაუბრეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„მოსწავლეებმა სამშობლოსადმი დიდი სიყვარული და დაღუპულთა მიმართ პატივისცემა გამოამჟღავნე. ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი კარგი თაობა გვეზრდება“,- ამბობენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება