სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა
10-04-2024
-
+


სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობები გაიმართა.

მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და სასიამოვნო გარემოს შექმნის მიზნით, სპეციალურმა  მასწავლებლებმა - ნათია აბულაძემ და სალომე ბალანჩივაძემ პირველი კლასის მასწავლებელთან ერთად მორთეს საკლასო ოთახი ფერადი ბუშტებით - მათ ასე აღნიშნეს ეს დღე.

ბავშვებმა ამ დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და საჭირო ცოდნა მიიღეს. მოსწავლეებმა ასევე თემატურ ანიმაციურ ფილმს უყურეს და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.

2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

აუტიზმის საერთაშორისო დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება ქვეყნის სიმბოლოების ღია ლურჯ ფერად განათებით, აქციას ჰქვია „გაანათე ლურჯად“. ამ დღეს ეგვიპტეში პირამიდები, საფრანგეთში ეიფელის კოშკი, ბრაზილიაში იესოს ქანდაკება და ამერიკაში Empire State Building-ი ღია ლურჯად ნათდება.

იხილეთ ფოტოები:







კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება