სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილს ღონისძება მიუძღვნეს
10-04-2024
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლაში საქართველოს უახლესი ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ რჩება. 

ა️მჯერად, პედაგოგ მაია ჩაგანავას სადამრიგებლო მე-10ა კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. ისტორიის მასწავლებლის - დიანა კაპანაძის ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიების მიმდინარობაში თითოეული მათგანი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. 

აქტივობის მიზანი იყო - მოსწავლეებში პატრიოტიზმის გრძნობის გაღვივება, 9 აპრილის დღის მნიშვნელობის გააზრება საქართველოს ისტორიაში, ამ დღეს დაღუპული გმირების გახსენება, პატივის მიგება და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მათი წვლილის შეფასება. 

მოსწავლეებმა ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის შესახებ ვრცლად ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. ღონისძიებას პატრიოტული განწყობა გასდევდა.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება