| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
მათ შორის იყო, სკოლაში, V და VI კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარებული ღონისძიება - „ილია- ერის მამა“.
აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა გაიხსენეს ბუმბერაზი მწერლისა და პოეტის, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის შემოქმედება და მოღვაწეობა.
მოსწავლეებმა, სკოლაში, წარადგინეს ილია ჭავჭავაძის შესანიშნავი ოთხი ნაწარმოებიდან პატარ-პატარა თეატრალური დადგმები. ესენია:
„მათ ასევე გაიხსენეს მისი ლექსები, ბრძნული გამონათქვამები და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს იმ მთავარ პრინციპებს, რომელთათვისაც ილია მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუდრეკელად იბრძოდა და იცავდა“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიების დღეს, კლასი მოირთო მოსწავლეების შესრულებული ნახატებით და წარწერებით, სადაც წარმოჩენილი იყო ბავშვების შემოქმედებითი უნარები.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად