სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ - დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო
10-04-2024
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს.

ამ ტრაგიკული დღის მოვლენების შესახებ სკოლაში, საინტერესო, ინფორმაციული ღონისძიება ჩატარდა. 

სკოლაში, ასევე ამ დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა გაიმართა თემით - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“. ბავშვებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს,  რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს ტრაგიკული დღე და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ ასევე აღნიშნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადგილი უკავია ამ თარიღს ქვეყნის ისტორიაში.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება