სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი სვირის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
10-04-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში არაფორმალურ, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა.

„პროექტული სწავლება ძლიერი მხარეა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლისათვის. აღნიშნული კუთხით განხორციელებული აქტივობები ხელს უწყობენ მოსწავლეებში მრავალმხრივი სხვადასხვა საბაზისო უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა საინტერესო პროექტი და აქტივობა ხორციელდება.

ამჯერად, სკოლაში შედგა პროექტის - „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ პრეზენტაცია.

პროექტის ხელმძღვანელი: ირინე კვანტრიშვილი გახლდათ. პროექტში ჩართული იყვნენ  მოსწავლეები სამივე საფეხურიდან.

გუნდი შედგებოდა მოსწავლეებისგან: ნინი ჭურაძე, ელენე ჭურაძე, დავით ქარქაშაძე, ლადო კაკაურიძე, ონისე ღიბრაძე, გიორგი ბაღდაძე, ტატო წაქაძე, დავით ბედოშვილი.

მოსწავლეებმა პრეზენტაციებში, რომლებიც ეხებოდა მდგრადი განვითარების მიზნებს, გააკეთეს სწორი აქცენტები დედამიწის გლობალურ პრობლემებზე, გადმოსცეს სათქმელი გასაგებად.

„პროექტი უფრო მეტად სანახაობრივი გახადა მოსწავლეთა Minecraft Edication Editin პროგრამაში შექმნილმა პროდუქტებმა: სიცოცხლე წყალქვეშ, სიცოცხლე ხმელეთზე,  ნიადაგის, წყლის და ჰაერის დაბინძურებაზე, „მწვანე ქალაქზე“ პროდუქტები შინაარსობრივად შესაბამისობაში იყო მდგრადი განვითარების მიზნებთან, ისაუბრეს პრევენციის გზებზე, რა შეიძლება გაკეთდეს ლოკალურად“, - აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ 2030 წელს განათლების ყველა პროგრამა სავალდებულო სახით უნდა მოიცავდეს გლობალური მოქალაქეობის ჩამოყალიბებისაკენ მიმართულ განათლებას  - ეს პროექტი ერთი პატარა ნაბიჯია ამ მიმართულებით.

სკოლაში, მასწავლებელსა და მოსწავლეებს გაწეული შრომის, თანამშრომლობის, ნდობის, პატივისცემისათვის მადლობას უხდიან.

„წარმატებები ჩვენს ნიჭიერ და შემოქმედ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

არაფორმალური განათლება მოსწავლეთა ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარების საუკეთესო გზაა, უპირატესობა არაფორმალური განათლების აქტივობებში ენიჭება მდგრადი განვითარების მიზნებს, მოსწავლეთა მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებებით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება