სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეზიის საერთაშორისო დღეს საინტერესო პროექტი მიუძღვნეს
10-04-2024
-
+


ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში პროექტული სწავლება აქტიურად და წარმატებულად მიმდინარეობს.

პროექტული სწავლების ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი მეათეკლასელთა ერთმა ჯგუფმა პოეზიის საერთაშორისო დღეს მიუძღვნა და პატარებთან ერთად პოეზიის სიყვარული ერთმანეთს გაუზიარა.

მე-31 კლასელები კი ამ დღეს სლოგანის - „პოეზია ზეიმია სულისა“ - გარშემო  გაერთიანდნენ.

სკოლაში, მათ, (დამრიგებელი ქეთევან კვიტაიშვილი) მე-101 კლასელებთან ერთად (დამრიგებელი ნაირა გოგუაძე) საინტერესო აქტივობები მოაწყვეს.

„გიყვარდეს ლექსი, ისწავლე ლექსები, ძალიან მიყვარს ლექსის მხატვრულად კითხვა“, - ეს სიტყვები ისმოდა საკლასო ოთახში.

აღნიშნულ დღეს უფროსებმა საინტერესო აქტივობები შესთავაზეს მოსწავლეებს.

„უფროსებმა მოუმზადეს და აჩვენეს პატარებს, როგორ კითხულობს ჩვენი უსაყვარლესი პოეზიის დედოფალი, როგორც მას უწოდებენ, ანა კალანდაძე თავის შესანიშნავ ლექსს- „ფეხი დამადგით“, ასევე აჩვენეს და მოასმენინეს ბავშვების საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები პატარა მსახიობების შესრულებით. მათ ტოლი არც ჩვენმა მასპინძლებმა დაუდეს და საყვარელი ლექსები წაუკითხეს უფროს მეგობრებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სტუმრებმა პატარები პოეზიის მოყვარულთა სიგელებითა და სუვენირებით დაასაჩუქრეს. როგორც გვეუბნებიან, არავის არ უნდოდა დასრულებულიყო ეს უაღრესად საინტერესო შეხვედრა.

„მადლობა ყველა მონაწილეს, დირექციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო განათლების პედაგოგ ნინო ებრალიძეს ხელშეწყობისთვის. საინიციატივო ჯგუფის წევრებს: ნინო ჩხაიძეს, ნინო თოფურიას,ანასტასია ძიძიგურს,ნინი რამიშვილს,ნიკა ჩაგანავას, ნატალი დოლიძეს საინტერესო იდეის ასე ლამაზად განხორციელებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება