სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საცხენისის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა
10-04-2024
-
+


გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე ორინეტირებული გარემოა შექმნილი. 

პროფესიონალი პედაგოგები ცდილობენ, რომ მოსწავლეებმა საქართველოს უახლესი ისტორია კარგად გაითავისონ. ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა იმართება. ამჯერად, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. 

მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის გმირები გაიხსენეს, კედლის გაზეთები დაამზადეს, თემატური ფოტოები ამობეჭდეს და სასკოლო სივრცეში განათავსეს. მათ კიდევ ერთხელ მოუსმინეს სიმღერას - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ და მის ფონზე მასწავლებლებს სამახსოვრო ბარათები  - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ დაურიგეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე სკოლაში არსებული კლუბის - „ინოვატორის“ წევრებმა იმუშავეს. კლუბის ხელმძღვანელი სპეციალური მასწავლებელი ეკა ხეხელაშვილია.

„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი! მადლობა თავისუფლებისთვის!“- მოსწავლეებმა ღონისძიებაზე გზავნილები გააჟღერეს. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება